ღარიბაშვილს „ევროპელი სოციალისტების“ მხარდაჭერა ექნება - ზილფიმიანი

პუბლიკა

„პატრიოტთა ალიანსის“ ყოფილი წევრი და „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენელი პარლამენტში დავით ზილფიმიანი ამბობს, რომ პარტიის წევრების მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურას ექნება.

დღეს დილით თანამდებობიდან გადადგა პრემიერი გიორგი გახარია. დღესვე „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.

„თუ შევაფასებთ მის მოღვაწეობას 2012 წლის შემდეგ, ასევე იმას, რომ ღარიბაშვილი ახალგაზრდა და ენერგიული ადამიანია და დრო ჰქონდა კიდევ ერთხელ გადაეფასებინა თავისი შესაძლო ქმედებები იმ საკითხებზე, რომელიც ქვეყანას კიდევ უფრო წაადგება, ვფიქრობ და იმედს ვიტოვებ, რომ ეს საუკეთესო არჩევანი იქნებოდა. ჩვენ მას მხარს დავუჭერთ,” – განაცხადა პარლამენტის წევრმა დავით ზილფიმიანმა.