გიორგი გიგაშვილი BBC-ის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად დაუკრავს

პუბლიკა

გიორგი გიგაშვილი BBC-ის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად დაუკრავს. ამის შესახებ BBC Shows წერს.

კონცერტი 16 აპრილს ჩატარდება. გიორგი გიგაშვილი ორკესტრთან ერთად მოცარტის საფორტეპიანო კონცერტს დაუკრავს.

ორკესტრს ახალგაზრდა იტალიელი-თურქი დირიჟორი  ნილ ვენდიტი უხელმძღვანელებს. შესრულდება იტალიელი კომპოზიტორების, ჯაკომო პუჩინისა და ალფრედო კაზელას ნაწარმოებები.

გიორგი გიგაშვილი გასულ წელს BBC-ის ახალი თაობის არტისტების ორწლიანი პროგრამის მონაწილე გახდა, რაც BBC-ის ცნობილ ორკესტრებთან დიდი ბრიტანეთის ყველაზე პრესტიჟულ სცენებზე კონცერტებს გულისხმობს, ასევე სოლო კონცერტს BBC-ის Radio 3-ის პირდაპირ ეთერში, სტუდიურ ჩანაწერებსა და სხვა აქტივობებს.

გიორგი გიგაშვილის BBC-ის ახალი თაობის არტისტობა 2023-2025 წლებს მოიცავს.