გლდანის 84-ე უბანზე დაპირისპირებაა

პუბლიკა

გლდანის 84-ე უბანზე დაპირისპირებაა. „მთავარი არხის” ინფორმაციით, უცნობი პირი დაუპირისპირდა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის დამკვირვებელს და მისი მისამართით გასროლა სცადა. ამავე არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, პოლიციამ ენმ-ის დამკვირვებელი დააკავა.

„პუბლიკის” ჟურნალისტის იმყოფება უბანზე, სადაც დაპირისპირება მოხდა. ჩვენი გამოცემის კორესპონდენტის ცნობით, მას იარაღის გასროლის ხმა არ გაუგია. მისივე თქმით, დაპირისპირება ახლაც გრძელდება და პოლიციამ რამდენიმე პირი პოლიციის მანქანით ადგილიდან გაიყვანა. ერთ-ერთი დაკავებული, სავარაუდოდ, ნიკა მელიას საარჩევნო შტაბის წევრია.

გლდანში დღეს ასევე მოხდა დაპირისპირება 79-ე უბანზე, სადაც ტვ „პირველისა” და „პუბლიკის” ჟურნალისტმა დაზიანებები მიიღეს. აღნიშნულ ფაქტზე გამოკითხვაზე იმყოფება „პუბლიკის” ჟურნალისტი.