გლდანის ერთ-ერთ პარკში „ქართული ოცნების" პარტიული დროშების გამოფენას პროტესტი მოჰყვა

პუბლიკა

გლდანულაში „ქართული ოცნების” მხარდამჭერებსა და სხვადასხვა სამოქალაქო აქტივიტს შორის დაპირისპირება მოხდა.

როგორც „პუბლიკასთან” საუბრისას „შეცვალეს” აქტივისტი ნიკა ფარულავა ამბობს, გლდანულაში ერთ-ერთ მუნიციპალურ პარკში „ქართული ოცნების” პარტიული დროშებია გამოფენილი. ისინი ადგილზე ამის გასაპროტესტებლად მოვიდნენ.

მისი თქმით, მათ ადგილზე დახვდათ „ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელები, რომლებსაც მოუწოდეს, რომ პარტიული დროშების ნაცვლად საქართველოს დროშა დაეკიდათ.

ამის შემდგომ მათ შორის სიტყვერი დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა მოხდა. აქციას „სირცხვილიას” აქტივისტებიც შეუერთდნენ.

„ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლის თქმით, პარკში ასევე არის საქართველოს დროშები და აქტივისტები პროვოკაციაში დაადანაშაულა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, რომელსაც კორდონი ჰქონდა გაკეთებული.