გომელაური: არც შეშას და არც კასრებს არ შევატანინებთ, 90-იან წლებში ნუ დაგვაბრუნებენ

პუბლიკა

„ჩვენ იმიტომ გადავკეტეთ, რომ ისევ არ მოხდეს ცეცხლის დანთება, ისევ არ მოხდეს პიკეტირებები და დისკომფორტი არ შეუქმნან ხალხს“, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

„დაიშლება აქცია. თუ დაიწყებენ გზის დაკეტვებს, ცეცხლის დანთებებს, დისკომფორტს შეუქმნიან მოქალაქეებს, გადაკეტავენ მთელს ქალაქს, რა უნდა ვქნათ, სახლში უნდა წავიდეთ?

ჩვენ იმიტომ გადავკეტეთ, რომ ისევ არ მოხდეს ცეცხლის დანთება, ისევ არ მოხდეს პიკეტირებები და დისკომფორტი არ შეუქმნან ხალხს.

შეშას არ შემოვატანინებთ, არც კასრებს შემოვატანინებთ, 90-იან წლებში ნუ დაგვაბრუნებენ და ნუ დააბრუნებენ ხალხს, არ არის ეს კარგი, ცუდია. ჩვენ ვუთხარით გენერატორებზე, შმეოიტანეთ, მოგეხმარებით, დენის გამათბობლებზეც ვუთხარით, მაგრამ არა შეშები და ბოჭკები. მათ უნდათ ჭიდაობა”, – აღნიშნა გომელაურმა.

მისივე თქმით, რკინის კონსტრუქციების დაყენება საჭირო იყო, ვინაიდან მისი თქმით, მოსალოდნელი იყო საფრთხე.

„ჩვენ ვართ პოლიციელები. სადამდეც საჭირო იქნება, ვიდგებით დასაცავად ქუჩების, მოქალაქეების , მათ შორის მომიტინგეებისაც. ისინიც ჩვენი მოქალაქეები არიან. რასაც ვხედავთ იმას ვაკეთებთ. რესურსი გვეყოფა 2 თვეც, 3 თვეც, 4 თვეც თუ დაგჭირდება, პრობლემა არ იქნება.  არის გამოყოფილი ადგილები, შეიძლება იქ გამოხატონ პარლამენტის წინ პროტესტი. ასევე, ღიაა ჭიჭინაძის ქუჩა, პარლამენტის წინ არ დაგვიკეტია,“ – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.