გრიგოლ ვაშაძის თქმით, დევი ჭანკოტაძე პროპორციულ სიაში იქნება

პუბლიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტ გიორგი თარგამაძეს „ფორმულას“ ეთერში დაუდასტურა, რომ დევი ჭანკოტაძე პროპორციულ საარჩევნო სიაში იქნება. მისი თქმით, დევი ჭანკოტაძე „ეროვნულ კამპანიაში დასჭირდებათ“.

„ე.წ. ქართული ოცნების წამყვანი სპიკერების პირიდან უკვე გაჟღერდა რამდენჯერმე, რომ 2008 წელს საქართველოს ხელისუფლება წამოეგო პროვოკაციას. პირდაპირ ვერ ბედავენ, რომ საქართველოს ხელისუფლება ანუ საქართველო დაადანაშაულონ ომის დაწყებაში. ამიტომ ბატონი დევი ჩვენ დაგვჭირდება ეროვნულ კამპანიაში.

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეროვნულ კამპანიაში, ყველა რეგიონში ჩართული იყოს 2008 წლის რუსული სამხედრო ტერორისტული აგრესიის მოგერიების ერთ-ერთი გმირი“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ „ფორმულას“ ეთერში.


დღეს „ძალა ერთობაშიას“ წევრმა პარტიამ – „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ წყალტუბო-სამტრედია-ვანი-ხონის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად ნანუკა ჟორჟოლიანი დაასახელა. თუმცა მანამდე ამავე ოლქში „ნაციონალურ მოძრაობას“ დასახელებული ჰყავდა გადამდგარი გენერლის, დევი ჭანკოტაძის კანდიდატურა, რომელსაც წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაწყებული ჰქონდა.