გუშინ „ევროპული საქართველოს“ ოფისს აგურები დაუშინეს, დააზიანეს ბანერი - ოთარ კახიძე

პუბლიკა

„ევროპული საქართველოს“ ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატის, ოთარ კახიძის განცხადებით, გუშინ, 12 ოქტომბერს პარტიის ოფისს აგურები დაუშინეს. ამის შესახებ მაჟორიტარობის კანდიდატი სოციალურ ქსელში წერს.

„დააზიანეს ბანერი, მინების ჩამსხვრევა ვერ შეძლეს, რადგან ბრონირებული იყო. იმედი მაქვს, პოლიცია დროულად დაადგენს თავდამსხმელის ვინაობას. პოლიტიკური პარტიები ერთმანეთს იდეებით და პროგრამებით უნდა ეჯიბრებოდნენ და არა აგურებით, ქვებით და მუშტი-კრივით. ეს ძალადობრივი გარემო უნდა შევცვალოთ 31 ოქტომბერს“, – წერს კახიძე.

„პუბლიკა“ დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. უწყების ცნობით, გამოძიება დაწყებულია სსკ 187-ე მუხლით, რაც ნივთის დაზიანება ან განადგურებას გულისხმობს.