ჰარვი ვაინშტაინი კორონავირუსს გადაურჩა

პუბლიკა

ყოფილი პროდიუსერი, ჰარვი ვაინშტაინი კორონავირუსსს გადაურჩა. ამის შესახებ ინფორმაციას Fox News მის სპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.  გამოცემის ინფორმაციით, ვაინშტაინმა 14-დღიანი კარანტინიც დატოვა.

ყოფილი პროდიუსერის წარმომადგენლის თქმით, ვაინშტაინი სამედიცინო იზოლაციიდან გაუშვეს და თავს კარგად გრძნობს. უცნობია, რა სიმპტომები ჰქონდა 68 წლის მსჯავრდებულს. ვაინშტაინის კონსულტანტის განცხადებით, ის იმსახურებს პირადი სივრცის ხელშეუხებლობას და ამიტომ, მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საჯაროდ ვერ ილაპარაკებს.

ოსკაროსანი პროდიუსერი 11 მარტს სექსუალურ ძალადობასა და გაუპატიურებაში ცნეს დამნაშავედ და 23-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.