Hypersonic - აგვისტოს ბოლოს თბილისში ელექტრონული მუსიკის ახალი ფესტივალი გაიმართება

პუბლიკა

28 და 29 აგვისტოს, თბილისში დაფუძნებული ორი კლუბის, BASSIANI და KHIDI-ის ორგანიზებით ელექტრონული მუსიკის ფესტივალი HYPERSONIC გაიმართება.

ფესტივალი ციხისძირში უნდა გამართულიყო, თუმცა ქობულეთში კორონავირუსის ეპიდემიოლოგიური ვითარების ცვლილებამ ფესტივალის თბილისში, კუს ტბაზე Ciskari Garden-ში გადმოტანა განაპირობა.

„ფესტივალი სოლიდარობის იდეაზეა დაფუძნებული და მისი მიზანი გაურკვეველი დროით დახურული კლუბების შენარჩუნებას წარმოადგენს. ფესტივალის წარმომადგენლები იმედს გამოთქვამენ, რომ 2021 წელს ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დასტაბილურდება, დახურულ სივრცეებში დასაქმებულ პირებს მუშაობის საშუალება მიეცემათ და ფესტივალიც, გეგმის მიხედვით შავი ზღვის სანაპიროზე ჩატარდება“, – ნათქვამია ფესტივალის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება ფესტივალში მონაწილე არტისტებს: ANCIENT METHODS, BOYD SCHIDT, DITO, HAMATSUKI, HECTOR OAKS, HVL, KVANCHI, , MARCEL DETTMANN, NEBBIERI, OTHR, PHASE FATALE, ROMAN, SOPHIE PHARE, VULKANSKI, YANAMASTE, ZESKNEL – ორგანიზატორების ცნობით, ტექნო სცენის გავლენიანი და ქართველი მსმენელის ფავორიტი არტისტები ელექტრონული მუსიკის ახალ ფესტივალზე დაუკრავენ.