II აცრიდან 2 კვირის შემდეგ შეგიძლიათ, პირბადის გარეშე იყოთ, თუ გარემოცვაში ყველა აცრილია - იმნაძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო მეორე აცრიდან ორ კვირაში ადამიანი უკვე სრულიად იმუნურია. ამის შესახებ იმნაძემ გადაცემა „ახალი დღეში“ ისაუბრა.

„მეორე ინექციის გაკეთებიდან ორ კვირაში მიიჩნევა, რომ ადამიანი უკვე არის სრულად იმუნური. აქედან გამომდინარე, დაახლოებით მეორე აცრიდან ორი კვირის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ, ძალიან თავისუფლად, პირბადის გარეშე იყოთ, თუ გარემოცვაში ყველა აცრილია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. როდესაც თქვენ გარშემო ყველა ორჯერ აცრილია, უკვე შეგიძლიათ, პირბადის გარეშე იყოთ თქვენს ახლობლებთან ერთად; ჩაეხუტოთ მათ, ყოველგვარი პრობლემის გარეშე; მათთან ერთად იყოთ ერთ სუფრასთან. ამისათვის საჭიროა, რომ თქვენ გარშემო ყველა იყოს ორჯერ აცრილი“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.