„იმაზე ბევრად სწრაფად ვმუშაობთ, ვიდრე ოდესმე“ - ბორელი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის განაცხადზე

პუბლიკა

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის წევრობის განაცხადის პასუხზე ისე სწრაფად მუშაობს, როგორც არასდროს.

„წინასწარ არ შემიძლია, გითხრათ, როგორი იქნება ევროკომისიის დასკვნა, მაგრამ მასზე იმაზე ბევრად სწრაფად ვმუშაობთ, ვიდრე ოდესმე“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.


საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის პროგნოზით, საქართველოს მიერ შევსებულ ევროკავშირის  კანდიდატი ქვეყნის სტატუსის კითხვარზე ევროკომისიის მოსაზრებას და ევროკავშირის წევრი ქვეყნების პირველ გადაწყვეტილებებს ივნისში მოვისმენთ.