ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა

პუბლიკა

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, დილის შემდეგ ქვეყნაში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა არ გაზრდილა და ჯამში ქვეყანაში კორონავირუსით 266 ადამიანია ინფიცირებული.

მისივე თქმით, დღეს ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ეს ინფექციურში გამოჯანმრთელებული 45-ე პაციენტია, ქვეყნის მასშტაბით კი გამოჯანმრთელებულთა რიცხვი უკვე 68 შეადგენს.

მარინა ეზუგბაიას თქმით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დღის განმავლობაში სტაბილურია და არ შეცვლილა.