ირაკლი კობახიძის ადგილმონაცვლედ გიორგი ბარვენაშვილი აირჩიეს

პუბლიკა

პარლამენტში ირაკლი კობახიძის ადგილმონაცვლე ბიზნესმენი გიორგი ბარვენაშვილი გახდა. დადგენილებას 91-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

ბიზნესმენი გიორგი ბარვენაშვილი მედიის ყურადღების ცენტრში 2019 წლის ნოემბერში მოექცა.

პარლამენტში პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდების შემდეგ აქციების და პოლიტიკური კრიზისის დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე სხვა დეპუტატებსა და თბილისის მერთან ერთად კომოს ტბაზე წვეულებაზე იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, წვეულების მასპინძელი ბიზნესმენი გიორგი ბარვენაშვილი იყო.

მაშინ ეს ინფორმაცია თალაკვაძემაც და კალაძემაც უარყვეს.

ბარვენაშვილმა 2018 წელს ზურაბიშვილის კამპანიას 60 000, ხოლო 2020 წელს „ოცნებას“ ასევე 60 000 შესწირა.