ისრაელთან ვაქცინაზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ - ტიკარაძე

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საგარეო საქმეთა სმაინისტროსთან ერთად ყუველა პარტნიორ ქვეყენასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები ვაქცინის დამატებითი დოზების შეძენასთან დაკავშირებით.

მინისტრი ამბობს, რომ ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს ისრაელის სახელმწიფოსთან, როგორც „მოდერნას“, ასევე „ფაიზერის“ ვაქცინასთან დაკავშირებით, ამდენად, შესაძლებელია მოხდეს როგორც დამატებითი დოზების შეძენა, ასევე დონაცია ისრაელის მხრიდან.

მისივე განმარტებით, გარდა ამისა, მწარმოებლების დონეზე, მოლაპარაკებები მიმდინარეობს „ასტრაზენეკას“ სხვადასხვა მწარმოებელთან იდოეთსა და კორეაში. მოლაპარაკებები მიმდინარეობს „მოდერნასთან“, „ჯონსონ-ჯონსონთან“

„პარტნიორ ქვეყნებთან გვაქვს მოლაპარაკებები, კერძოდ ისრაელთან მიმდინრარეობს მოლაპარაკებები ორი მიმართულებით, ერთი არის „ფაიზერის“ ვაქცინა და მეორე არის „მოდერნას“ ვაქცინა, როგორც დამატებითი დოზების შეძენა და ასევე დონაცია შესაძლებელია მოხდეს ისრაელის მხრიდან.

ასევე ინტენსიურად არის ჩართული გერმანიის მთავრობა, რომელთანაც ჩვენ გვაქვს მოლაპარაკებები უკვე მათ მიერ წარმოებულ ვაქცინასთან მიმართულებით, თუმცა ამ მიმართყულებით ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ მოწოდებები შესაძლო შეიძლება გახდეს მხოლოდ მესამე კვარტალში და არა უფრო ადრე, პარალელეურ რეჟიმში საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან როგორც იცით ყველა პარტნიორ ქვეყენასთან მიმდინარეობს მოპლაპარაკებები დამატებითი დოზების შეძენასთან დაკავშირებით“,- აცხადებს მინისტრი.

დღეს, ბრიფინგზე მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოში ვაქცინა შემოვა დაჩქარებული ტემპით და მისი მიღების თარიღმა ერთი კვირით გადმოიწია. ქვეყანა ვაქცინის პირველ დოზებს შაბათიდან, 13 მარტიდან მიირებს.