ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის ეპიდემიას გლობალურ საფრთხედ აცხადებს

პუბლიკა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის ეპიდემიას გლობალურ საფრთხედ აცხადებს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

კორონავირუსით 170 ადამიანი დაიღუპა. ჩინეთის გარდა კორონავირუსის შემთხვევა 18 სხვადასხვა ქვეყანაში დაფიქსირდა. ჩინეთის გარდა გარდაცვალების ფაქტი არსად დაფიქსირებულა.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის შემთხვევა რამდენიმე ქვეყანაში დადასტურდა.