ჯანდაცვის სამინისტრომ სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის ზოგადი რეკომენდაციები შეიმუშავა 

პუბლიკა

ჯანდაცვის სამინისტრომ, ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებული, პროფესიული სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის, ზოგადი რეკომენდაციები შეიმუშავა.

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, სპორტსმენები და ნაკრების ან კლუბის მთლიანი პერსონალი ვალდებულები არიან ვარჯიში, ჩაატარონ დროებითი პროტოკოლით გათვალისწინებული რეკომენდაციების შესაბამისად:

► სავარჯიშო სივრცეში და ადგილზე  დაიცავით ჰიგიენის წესები;

► მისალმებისას არ ჩამოართვათ ხელი ერთმანეთს და მოერიდეთ სხვა პირებთან კონტაქტს;

► მოერიდეთ თავშეყრას, დაიცავით რეკომენდაციით გათვალისწინებული სოციალური დისტანცია (არანაკლებ 2 მ);

► საერთო სარგებლობის სივრცეებში (გარდა სავარჯიშო სივრცეებისა) ნიღბების ტარება სავალდებულოა;

► ვარჯიშის დაწყებისა და დამთავრებისას სადეზინფექციო საშუალებებით დაასუფთავეთ სავარჯიშო/სათამაშო სივრცეები  და  ის  ინვენტარი,  რომელსაც  იყენებენ ვარჯიშის პროცესის მიმდინარეობისას;

► კარგად დაიბანეთ ხელები წყლითა და საპნით. დაბანის შემდგომ ხელები კარგად გაიმშრალეთ; იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახერხებთნ ხელების დაბანას და გაშრობას, გამოიყენეთ არანაკლებ 70%-იანი სპირტის ხელის ანტისეპტიკური საშუალებები;

► დახველების და  დაცემინების  დროს  მიიფარეთ  სუფთა ერთჯერადი ხელსახოცი ან იდაყვში მოხრილი მხარი. გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცი კი გადააგდეთ ნარჩენებისთვის განკუთვნილ კონტეინერში/ურნაში;

► თავი შეიკავეთ ხელებით თვალებზე, ცხვირზე და პირზე შეხებისაგან, ვარჯიშის პერიოდში სასურველია თმის შეკვრა/მჭიდროდ დამაგრება, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმების სახის ზედაპირთან შეხება;

► უზრუნველყავით სავარჯიშო/საშეჯიბრო სივრცის დროული დასუფთავებადა ნარჩენების დროული გატანა;

► ყოველი დღის შემდგომ უზრუნველყავით  სივრცის სველი წესით დალაგება/დეზინფექცია  ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, სრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის  №01-123/ო  ბრძანების ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ შესაბამისი დანართის შესაბამისად.

გამონაკლისების დაშვება უნდა მოხდეს სპორტის სახეობების სპეციფიკის გათვალისწინებით, რომელიც უკავშირდება კონტაქტური და არა კონტაქტური წვრთნის/ვარჯიშის ფორმას, ესენია:


► წარმოდგენილი სპორტის სახეობების სპეციფიკის გათვალისწინებით, უზრუნველყავით საწვრთნელი პროცესის განსაზღვრა ამ დანართით განსაზღვრული რეკომენდაციების გათვალისწინებით;
► შეკრების ან შეჯიბრის დაწყების წინ ყველა სპორტსმენმა და ნაკრების ან კლუბის მთლიანმა პერსონალმა უნდა გაიაროს 14 დღიანი სავალდებულო კარანტინი/თვითიზოლაცია სრული ნორმების დაცვით „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის N322 დადგენილების შესაბამისად;
►კარანტინი/თვითიზოლაციის დროს, უნდა გამოირიცხოს ნებისმიერი ვარჯიშთან დაკავშირებული თანამშრომლის ბაზიდან გასვლა, ან უცხო პირების ბაზაზე შესვლა;

რეკომენდაციების სრული ჩამონათვალი პროფესიული სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის იხილეთ ბმული.