ჯერჯერობით მოვდივარ, ხომ ხედავთ, ეს არის ჩვეულებრივი ჭორები – გახარია გადადგომაზე

პუბლიკა

„წელიწადზე მეტია უკვე ეს კითხვები, – როდის მიდიხართ? დღეს? ხვალ? გუშინ უკვე ხომ არ წახვედით? ჯერჯერობით, მოვდივარ ხო ხედავთ, ეს არის ჩვეულებრივი ჭორები“, – ასე უპასუხა დღევანდელ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტის შეკითხვას, თუ როდემდე აპირებს პრემიერობას.

„უკვე გახდა მომაბეზრებელი… რაღაც უფრო საინტერესო, შინაარსობლივ თემებზე ხომ შეიძლება, რომ ვისაუბროთ. ხომ არ შეიძლება წელიწად-ნახევრის განმავლობაში ჟურნალისტებთან რამდენჯერ დავდგები, კითხვა იყოს – როდის მიდიხართ ან როდის გადადგებით? უკვე იუმორის ნაწილი გახდა ეს ყველაფერი“, – განაცხადა პრემიერმა.