კახეთში ქალის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სიღნაღის ერთ-ერთ სოფელში 70 წლამდე ქალის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი.

წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.

უწყების ცნობით, გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.