კანჯიოღლის მიმართ სამართალი რომ აღსრულებულიყო, ასეთი ტრაგედიები არ გაგრძელდებოდა - ოთხოზორიას დედა

პუბლიკა

„ძალიან განვიცდი, ეს ტკივილი ჩემთვის ისეთი ახლობელია, თითქოს აი ეს ტრაგედია ჩემს სახლში, ჩემს ოჯახში ტრიალებს”. – ამბობს გიგა ოთხოზორიას დედა ჯულიეტა ჭანტურია.

იგი ტელეკომპანია მთავართან სოფელ კირბალში რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის საქმეზე საუბრობს.

„გარკვეული ღონისძიებები რომ გატარებულიყო კანჯიოღლის (გიგა ოთხოზორიას მკვლელი) მიმართ და აღსრულებულიყო სამართალი, ასეთი ტრაგედიები არ გაგრძელდებოდა.  – ამბობს ჭანტურია. – ჩემი შვილის მკვლელობის შემდეგ იყო არჩილი, იყო კვარაცხელია, და კიდევ უამრავი ადამიანი, რომელთა სიცოცხლის მოსპობა რუსი დამპყრობლისთვის ჩალის ფასად არის შეფასებული”.

გიგა ოთხოზორია 19 მაისს სოფელ ხურჩაში მდებარე ადმინისტრაციულ საზღვართან აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების შეიარაღებული ფორმირების წარმომადგენელმა ე.წ. მესაზღვრემ, რაშიდ კანჯიოღლიმ მოკლა.