კანონპროექტის ჩაგდება ქვეყნის დასასრულს არ ნიშნავს – არჩილ თალაკვაძე

პუბლიკა

„სამწუხაროა, რომ ვერ განხორციელდა, მაგრამ პროპორციული არჩევნების 2020 წელს გადმოწევის ინიციატივის განუხორციელებლობა ქვეყნის დასასრულს არ ნიშნავს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საგანგებო ბრიფინგზე.

მისივე თქმით, მოქალაქეებს სჭირდებათ მშვიდობიანი, სტაბილური გარემო განვითარებისთვის.  თალაკვაძემ აღნიშნა, რომ სახელმწიფო იქნება მოწოდების სიმაღლეზე, რათა გაუმკლავდეს ნებისმიერ გამოწვევას.

თალაკვაძემ მოუწოდა ოპოზიციურ პარტიებს, არ შექმნან „ხელოვნურად აჟიოტაჟი“ და  მოემზადონ 2020 წლის არჩევნებისთვის.

„არჩევნები კონსტიტუციით დადგენილი წესით, განსაზღვრულ ვადებში, დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში ჩატარდება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ პოლიტიკოსებს, ჩვენს ოპონენტებს, აჟიოტაჟის ხელოვნურად შექმნის მცდელობის ნაცვლად მოემზადონ კონსტრუქციული ნორმალური პოლიტიკური პროცესისთვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის“ – თქვა თალაკვაძემ.

გუშინ, 14 ნოემბერს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ჩააგდო. კენჭისყრის დაწყებამდე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა – 101 მომხრე, 3 წინააღმდეგი, 37-მა დეპუტატმა რეგისტრაცია გაიარა, მაგრამ პოზიცია არ დააფიქსირა

 

LB loan image desktop LB loan image mobile