კასპისა და გორის ოლქში „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან თარხნიშვილი იქნება

პუბლიკა

„ევროპულმა საქართველომ“ პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატად გორისა და კასპის ოლქში ლევან თარხნიშვილი წარადგინა.

„ჩვენი ამოცანა ყოველთვის იყო საქართველოს სწორ და განვითარების გზაზე დაყენება. ჩვენ ახლა ვართ ჩიხში, რომელშიც მოგვაქცია ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“. იმის მაგივრად, რომ გამოასწოროს პრობლემები, მთავრობა თვითონ გახდა პრობლემა. დღეს ქვეყანაშია უმუშევრობა, მაღალი გადასახადები, უიმედობა და „ევროპულ საქართველოს“ აქვს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს გარდამტეხი ცვლიელებები“. – განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.

კასპისა და გორის (ვარიანის, ნიქოზის, ტირძნისის, სკრისა და შინდისის ადმინისტრაციული ერთეულების გარდა) მუნიციპალიტეტებში „ქართული ოცნების“  მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ხოჯევანიშვილია.