ხაბეიშვილი: სააკაშვილის სასამართლოსკენ მიმავალ გზაზე გავიგე გამარჯვების შესახებ

პუბლიკა

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესია, მისი გადარჩენის საკითხია მთავარი და ჯერ სხვა კომენტარს ვერ გააკეთბს.

მან თქვა, რომ 2 საათზე მისი გუნდი სპეციალურ ბრიფინგს გამართავს და იქ ისაუბრებს გამარჯვების შემდგომ პროცესსა და გეგმებზე.

„გზაში ვიყავი პრეზიდენტ სააკაშვილის სასამართლოს მიმართულებით, როდესაც გამარჯვების შესახებ გავიგე. პირველი ნაბიჯი ცხადია იქნება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით… ორ საათზე დეტალებთან დაკაშირებით საზოგადოებას ექნება ინფორმაცია“, – თქვა ხაბეიშვილმა.

პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ არჩევნები დასრულდა. შედეგები პარტიის ოფისში საარჩევნო შტაბის უფროსმა კობა ნაყოფიამ გამოაცხადა. კობა ნაყოფიას თქმით, ლევან ხაბეიშვილმა ხმების 52.58% მიიღო, ნიკა მელიამ კი 40%. პარტიის ახალი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა.