ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე ბერლინიდან ორ რუს დიპლომატს აძევებენ

პუბლიკა

გერმანია რუსეთის საელჩოს ორ თანამშრომელს ქვეყნიდან აძევებს. დიპლომატების პერსონა ნონ გრატად გამოცხადება ბერლინში მოკლული საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის საქმეს უკავშირდება.

Spiegel-ის ინფორმაციით, რუსმა დიპლომატებმა ქვეყანა 7 დღის განმავლობაში უნდა დატოვონ.

საპასუხოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადაწყვეტილებას გაუაზრებელი და არამეგობრული“ უწოდა. უწყების განცხადებით, საპასუხო ზომებს მიიღებენ.

გერმანიის პროკურატურაში ამბობენ, რომ ხანგოშვილის მკვლელობაში რუსული სპეცსამსახურების კვალს ხედავენ. ამის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურმა წყარომ Reuters-ს დაუდასტურა.