ხაზარაძე: კულტურისთვის ახალი ფონდი დავაარსეთ

პუბლიკა
მამუკა ხაზარაძის თქმით, დღეს, დააფუძნეს ,,ხაზარაძეების ფონდი კულტურისთვის”.
,,დონორი იქნება ჩვენი ოჯახი, გადაწყვეტილების მიმღები იქნებიან დამოუკიდებელი პროფესიონალები ხელოვნების სხვადასხვა სფეროდან. თანხა მოხმარდება იმ პროექტების დაფინანსებას, რომელიც მოემსახურება კულტურის და ხელოვნების თავისუფლებას.” – ვკითხულობთ პოსტში, რომელსაც ხაზარაძე აქვეყნებს.