ხელვაჩაურის 41-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი გარდაიცვალა

პუბლიკა

ხელვაჩაურის 41-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას“კომისიის თავმჯდომარემ, ნონა მელაძემ დაუდასტურა.

მისი თქმით, საარჩევნო უბნიდან გასული მამაკაცი ცუდად გახდა, გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ჯგუფი, თუმცა მათ მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

„ის მოვიდა დაახლოებით 15:30 წუთზე,  გააკეთა თავისი არჩევანი, შემდეგ გავიდა გარეთ და ცუდად გახდა. დახმარება ითხოვა, გამოვიძახეთ სასწრაფო, თუმცა ამაოდ. ის გარდაიცვალა“, – განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ.

ინფორმაცია თავდაპირველად „ბათუმელებმა“ გაავრცელა.