ხვიჩა კვარაცხელია 2023 წლის ოქროს ბურთის ნომინანტთა შორისაა

პუბლიკა

ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია 2023 წლის ოქროს ბურთის ( Ballon d’Or) ტოპ 30 ფეხბურთელს შორის მოხვდა.

ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად ნომინანტთა სიაშია მისი თანაგუნდელი, ,,ნაპოლის” ფეხბურთელი ვიქტორ ოსიმენი. ასევე, ტოპ 30 ფეხბურთელებს შორის არიან: ლიონელ მესი, კილიან მბაპე, ქარიმ ბენზემა, რობერტ ლევანდოვსკი, ლუკა მოდრიჩი და სხვები.

2023 წლის ოქროს ბურთის დაჯილდოვების ცერემონია 30 ოქტომბერს გაიმართება.

ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია ა-ს სეზონის(2022-2023) საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. უეფამ კი ხვიჩა კვარაცხელია სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელა.