ხვიჩა კვარაცხელიამ „რუბინთან“ კონტრაქტი შეაჩერა

პუბლიკა

საფეხბურთო კლუბმა „რუბინმა“ და ხვიჩა კვარაცხელიამ კონტრაქტის შეჩერება გადაწყვიტეს. ინფორმაციას კლუბი ფეისბუქზე ავრცელებს.

მათი ცნობით, ფეხბურთელის მხარემ კლუბთან კონსულტაციები გამართა, რის შემდეგაც შრომითი ხელშეკრულების შეჩერებაზე შეთანხმდნენ.

„მადლობას ვუხდით ხვიჩას და ვუსურვებთ წარმატებებს“, – წერს კლუბი.

დღეს „რუბინმა“ ტვიტერზე გამოაქვეყნა კვარაცხელიას ფოტო, ხელში ბანერით და წარწერით: „შეწყვიტეთ საუბარი, რომ სადმე გადავდივარ“.

მანამდე, 23 მარტს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ კვარაცხელიამ რუსეთი დატოვა და ბათუმის „დინამოში“ გააგრძელებს თამაშს. „დინამომ“ ფეისბუქში კვარცხელიას სილუეტით პოსტი გამოაქვეყნა წარწერით: „გამოიცანით, ვინაა“.

LB loan image desktop LB loan image mobile