ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიში“ გადასვლას საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტი ადასტურებს

პუბლიკა

საფეხბურთო კლუბ „ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა დაადასტურა, რომ დინამო ბათუმისა და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ ითამაშებს – ინფორმაციას ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო რადიო KKN-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

რომანოს ცნობით, მოლაპარაკება დასრულებულია და კვარაცხელია კლუბს შემდეგი სეზონიდან შეუერთდება. 21 წლის ფეხბურთელი „ნაპოლიში“ 5 წლის განმავლობაში ითამაშებს.

ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის „რუბინიდან“ მას შემდეგ წამოვიდა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ის დროებით ბათუმის „დინამოში“ თამაშობს.

LB loan image desktop LB loan image mobile