ხვიჩიამ და მეგრელიშვილმა ბიუროზე კომიტეტებში გაწევრიანების მიმართვა წარადგინეს

პუბლიკა

„გირჩის“ წევრებმა იაგო ხვიჩიამ და ვახტანგ მეგრელიშვილმა პარლამენტის ბიუროს კომიტეტებში გაწევრიანებისთვის მიმართეს.

ბიუროს დღევანდელი სხდომის წამყვანის, ვიცე-სპიკერ გია ვოლსკის განცხადებით, ვახტანგ მეგრელიშვილმა მიმართა, გახდეს პარლამენტის განათლების და მეცნიერების, ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების კომიტეტების წევრი.

იაგო ხვიჩიას მიმართვით კი, მას სურს გახდეს სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი.

პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, კომიტეტებში დაწესებული კვოტების შესაბამისად, ოპოზიციონერ დეპუტატებს განსაზღვრული ადგილები აქვთ. ბიუროს მიერ შესაბამისი ცნობის მიღების შემდეგ ისინი მოთხოვნილი კომიტეტების წევრები გახდებიან.