კობახიძე: „რამდენიმე საკითხია შესათანხმებელი და საქართველო და სერბეთი მზად იქნებიან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერისთვის“

პუბლიკა

ირაკლი კობახიძემ ალექსანდარ ვუჩიჩთან ერთად ბრიფინგი გამართა. სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

როგორც კობახიძემ თქვა, უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯია სერბეთის რესპუბლიკის გადაწყვეტილება, თბილისში საელჩოს გახსნის შესახებ. მისივე თქმით, დიპლომატიური წარმომადგენლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომ განმტკიცებას.

„ვისაუბრეთ სავაჭრო-ეკონომიკურ და დარგობრივ თანამშრომლობაზეც. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით არსებობს დიდი პოტენციალი, რომელიც სრულად უნდა იყოს ათვისებული. ამ თვალსაზრისით, მისასალმებელია საქართველოსა და სერბეთის მთავრობებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მუშაობის მიმდინარე პროცესი. გვაქვს, დიდი წარმატება ამ პროცესში, რამდენიმე საკითხია შესათანხმებელი, ამის შემდეგ ორივე მხარე მზად ვიქნებით თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერისთვის, რაც ორმხრივად სასარგებლო იქნება ჩვენი ქვეყნების ეკონომიკური განვითარებისთვის და ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებისთვის“, – თქვა კობახიძემ.

მისივე განმარტებით, სერბეთის პრეზიდენტთან ჩვენ საუბარი ჰქონდა სატრანსპორტო და ლოგისტიკური კავშირების განვითარების მნიშვნელობაზე.

„საქართველო არის „შუა დერეფნის“ განუყოფელი ნაწილი და მზად ვართ, სერბეთთან გავაღრმაოთ პარტნიორობა, რათა სრულყოფილად იყოს გამოყენებული ევროპასა და აზიას შორის არსებული სატრანზიტო და სავაჭრო პოტენციალი. საუბრისას შევეხეთ ევროპული ინტეგრაციის საკითხებსაც. ჩვენს ქვეყნებს აკავშირებს საერთო ხედვა ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ასევე, ჩვენ ამ მიმართულებით საერთო გამოწვევებიც გვაქვს. ჩვენთვის, უაღრესად მნიშვნელოვანია ამ საკითხთან დაკავშირებით ორმხრივად გამოცდილების გაზიარება და მჭიდრო კოორდინაცია“, – განაცხადა კობახიძემ.

გუშინ 15 ივნისს  პრეზიდენტის სასახლეში სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში გაიმართება მიხეილ ყაველაშვილისა და ალექსანდ ვუჩიჩის პირისპირ შეხვედრა.

სერბეთის პრეზიდენტი საქართველოს მეუღლესა და დელეგაციასთან ერთად ეწვია.