კობახიძემ 24 უბნის შედეგების გამოსაცხადებლად ბრიფინგი გამართა

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, დათვლილი აქვთ 24 უბნის მონაცემი, მიღებული აქვთ ოქმები.

„17 უბანია დათვლილი ბოლნისი-დმანისი-წალკა-თეთრიწყაროს ოლქში [სულ 202 უბანი]. მაჟორიტარების მონაცემები გვაქვს შემდეგი: გოგი მეშველიანი – 52.02%

2 უბანია დათვლილი ახალქალაქი-ნინოწმინდაში. სამველ მანუკიანი – 69.92%. [ოლქში სულ 109 უბანია].

რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთი – დათვლილია ერთი უბანი. გოჩა ენუქიძე – 86.21% [ოლქში სულ 169 უბანია].

ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის ოქლში არის დათვლილი 1 უბანი. ბეჟან წაქაძე – 68.84% [ოლქში სულ  157 უბანია].

გურიაში არის დათვლილი 3 უბანი. ვასილ ჩიგოგიძე – 62.61% [ოლქში სულ 142 უბანია]“, – განაცხადა კობახიძემ.

„ტენდენცია არის აშკარა და გამოკვეთილი – რეგიონებში დამაჯერებლად იგებენ ჩვენი კანდიდატები“, – განაცხადა კობახიძემ.