კონდიციონერის ჩართვა დასაშვებია მხოლოდ გამოცდის დაწყებამდე - მოთხოვნები ეროვნული გამოცდებისთვის

პუბლიკა

დღეს განათლების სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია ერთიანი ეროვნული გამოცდების თარიღებისა და მიმდინარეობის შესახებ.

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება, საგრანტო კონკური 25 ივლისს გაიმართება, ხოლო სამაგისტრო გამოცდები – 1 აგვისტოდან 4 აგვისტოს ჩათვლით.

ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული რეკომენდაციების მიხედვით, გამოქვეყნდა ინფორმაცია როგორ მოხდეა ერთიანი ეროვნული გამოცდების დროს საგამოცდო ცენტრების გაგრილება.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, საგამოცდო სივრცეების კონდიციონერით გაგრილება მოხდება მხოლოდ  სესიის დაწყებამდე და გამოირთვება გამოსაცდელების დარბაზში შესვლის წინ. სესიებს შორის პერიოდში ადგილზე ჩატარდება სპეციალური სადეზინფექციო სამუშაოები.

მოთხოვნები კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემებზე:

– უზრუნველყავით ბუნებრივი უსაფრთხო ვენტილაცია გარედან შემოსული ჰაერით;
– გამოიყენეთ ოთახების წინასწარი გაგრილების პრინციპი შემდეგი თანმიმდევრობით:
– სესიის დაწყებამდე საგამოცდო სივრცის დასუფთავება/დეზინფექცია;
– განიავება გაღებული ფანჯრებისა და კარის პირობებში, 30 წუთის განმავლობაში ორპირი ქარის პრინციპით;
– ე.წ. საყოფაცხოვრებო კონდიციონერის ჩართვა დასაშვებია სესიის დაწყებამდე, გამოსაცდელების სექტორში შესვლის დაწყების პერიოდამდე.

შენიშვნა: პირველ სესიამდე შეიძლება პირდაპირ ჩაირთოს კონდიციონერი, თუ წინა დღეს სესიის ბოლოს მოხდა სველი წესით დალაგება/დეზინფექცია და განიავება.

LB loan image desktop LB loan image mobile