კორონავირუსის 357 ახალი შემთხვევა, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1.85% - 14 თებერვალი

პუბლიკა

STOPCOV.GE-ს მონაცემებით, ბოლო 24 საათში გამოვლინდა კორონავირუსის 357 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 652 პირი, გარდაიცვალა 9 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 19 345 კვლევა ტესტით, მათ შორის 12 173 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 172 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 13 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.85%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.06%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.6%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 357 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 150 შემთხვევა, აჭარა – 19, იმერეთი – 49, ქვემო ქართლი – 20, შიდა ქართლი – 27, გურია – 35, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 27, კახეთი – 19, მცხეთა-მთიანეთი – 2, სამცხე-ჯავახეთი – 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.