კორონავირუსის 311 ახალი შემთხვევა და 12 გარდაცვლილი | 14 ივნისის სტატისტიკა

პუბლიკა

საქართველოში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 311 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 936 პირი, ხოლო გარდაიცვალა 12 კოვიდპაციენტი.

მთავრობის ადმინისტრაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ამბობს, რომ ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 10 442 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 216 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 226 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 13 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.98 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.61%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.30%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 311 ახალი შემთხვევიდან, მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით: თბილისში გამოვლენილია 192 შემთხვევა, აჭარა – 34, იმერეთი – 13, ქვემო ქართლი – 26, შიდა ქართლი – 6, გურია – 0, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 23, კახეთი – 12, მცხეთა-მთიანეთი – 2, სამცხე-ჯავახეთი – 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.

„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 862 საიდანაც: 3 175 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 692 პირი. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 194 პირი. 596 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 5 091 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.