კორონავირუსის 390 ახალი შემთხვევა და 10 გარდაცვლილი | სტატისტიკა და განაწილება რეგიონებში

პუბლიკა

საქართველოში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 390 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 172 პირი, ხოლო გარდაიცვალა 10 კოვიდპაციენტი.

მთავრობის ადმინისტრაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციაზე დაყრდნობით ამბობს, რომ ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 22 022 კვლევა ტესტით, მათ შორის 13 350 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 672 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, მთავრობის ცნობით, 4 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.77 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.62 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.31%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 390 ახალი შემთხვევიდან, მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით: თბილისში გამოვლენილია 192 შემთხვევა, აჭარა – 18, იმერეთი – 71, ქვემო ქართლი – 15, შიდა ქართლი – 33, გურია – 25, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 12, კახეთი – 16, მცხეთა-მთიანეთი – 6, სამცხე-ჯავახეთი – 0, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2.

„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 420, საიდანაც: 1 379 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 264 პირი. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 81 პირი. 154 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 887 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 300 ადამიანი“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელბულ განცხადებაში.