კორონავირუსის 773 ახალი შემთხვევა, 12 გარდაცვლილი | 23 ივნისის სტატისტიკა

პუბლიკა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 773 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჩატარდა 37 923 ტესტი, მათ შორის 20 636 კვლევა ანტიგენის და 17 287 PCR.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 22 ივნისის მდგომარეობით დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.04%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.42%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.49%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 575 პირი, გარდაიცვალა 12 პაციენტი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 773 ახალი შემთხვევა რეგიონებზე ასე განაწილდა:

თბილისი – 469 შემთხვევა, აჭარა – 24, იმერეთი – 69, ქვემო ქართლი – 50, შიდა ქართლი – 29, გურია – 3, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 50, კახეთი – 59, მცხეთა-მთიანეთი – 5, სამცხე-ჯავახეთი – 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური 8 799 შემთხვევაა, რომელთაგან 2 633 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე 674 მძიმე პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 174 პაციენტი, 583 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 5 583 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 8 619 ადამიანი.