კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 6-ით გაიზარდა, გამოჯანმრთელდა 29 ადამიანი

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 610-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათში, გამოჯანმრთელებულთა მაჩვენებელი 29-ით გაიზარდა. მონაცემები რამდენიმე წუთის წინ StopCov.ge-ზე განახლდა.

განახლებული მონაცემები კი ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 610
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 269
  • მათ შორის გარდაცვლილი – 9
  • კარანტინის რეჟიმში – 5083
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 505
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3