კორონავირუსის გამო, ტოკიოს ოლიმპიური თამაშები შესაძლოა, ჩაიშალოს

პუბლიკა

2020 წლის ზაფხულში ტოკიოს ოლიმპიური თამაშები შესაძლოა, კორონავირუსის გამო ჩაიშალოს. ამის შესახებ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენლმა, დიკ ფაუნდმა ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ოლიმპიადის გამართვის გარანტია არ არსებობს.

ფაუნდის თქმით, სწრაფად გავრცელებადი ვირუსის გამო, განიხილება როგორც ოლიმპიადის გადადების, ასევე სხვა ქვეყანაში გამართვის შესაძლებლობა. ინფორმაციას საერთაშორისო გამოცემა Time ავრცელებს.

ოლიმპიადის გახსნა დაგეგმილია 24 ივლისს, 11 ათასი სპორტსმენის მონაწილეობით, ხოლო 25 აგვისტოს 4 400 სპორტსმენით პარაოლიმპიადა გაიხსნება.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელი, განცხადების მიუხედავად, ამ ეტაპზე სპორტსმენებს მაინც ურჩევს, რომ ვარჯიში გეგმის მიხედვით განაგრძონ და ოლიმპიური თამაშებისთვის მოემზადონ.

კორონავირუსის გამო, რომელიც ჩინეთიდან დაიწყო, მსოფლიოს მასშტაბით 80 000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა და 2 700-ზე მეტი გარდაიცვალა.

 

LB loan image desktop LB loan image mobile