კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა ბრაზილიაში

პუბლიკა

61 წლის ბრაზილიელი მამაკაცი პირველი დადასტურებული შემთხვევაა ბრაზილიაში და მთელ ლათინურ ამერიკაში, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა.

ამერიკული გამოცემა The New York Times-ის ცნობით, მამაკაცი ჩრდილო იტალიაში 9-12 თებერვლამდე იმყოფებოდა, სადაც მას კორონავირუსი შეეყარა.

სააგენტოს ინფორმაციით, ოფიციალური პირები იმედოვნებდნენ, რომ დროებით ვირუსი არ გავრცელდებოდა ბრაზილიაში.