კორონავირუსის საფრთხის გამო სამი საერთაშორისო წიგნის ბაზრობა აღარ გაიმართება

პუბლიკა

კორონავირუსის საფრთხის გამო, ის სამი საერთაშორისო წიგნის ბაზრობა გაუქმდა, რომელზეც 2020 მარტში საქართველო უნდა წარმდგარიყო, – ინფორმაციას საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია ავრცელებს.

საქართველო და ქართული ლიტერატურა ლონდონის (10-12 მარტი), ლაიფციგისა (12-15 მარტი) და პარიზის (20-23 მარტი) წიგნის საერთაშორისო ბაზრობებზე ეროვნული სტენდებით, სლოგანით Follow the Journey of Georgian Characters, უნდა წარმდგარიყო.

პარიზის წიგნის ბაზრობაზე, რომელიც 20-23 მარტს უნდა გამართულიყო, საქართველო პირველად იღებდა მონაწილეობას. გამოფენა 2021 წელს გაიმართება. ასევე 2021 წელს გაიმართება ლონდონის წიგნის ბაზრობა.

LB loan image desktop LB loan image mobile