კორონავირუსისგან კიდევ 10 ადამიანი გამოჯანმრთელდა, სულ - 149

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 10 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში სულ ვირუსისგან გამოჯანმრთელებული 149 ადამიანია. ინფორმაცია ამის შესახებ stopcov.ge-ზე განახლდა.

განახლებული მონაცემები ასე გამოიყურება:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 485;
  • აქედან გამოჯანმრთელებული – 149;
  • გარდაცვლილი – 6;
  • კარანტინის რეჟიმში – 4833;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 571;
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3.