კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით ესპანეთმა იტალიას გადაასწრო

პუბლიკა

ამ დროისთვის ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 117 710-ს მიაღწია. ამ მონაცემით, მან აქამდე ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფ იტალიას გადაასწრო.

იტალიას ამ დროისთვის 115 242 ინფიცირებული ჰყავს, თუმცა ის ესპანეთს გარდაცვლილთა მაჩვენებლით აღემატება. კორონავირუსით ამ დროისთვის ესპანეთში 10 935, ხოლო იტალიაში  13 915 ადამიანია გარდაცვლილი.

ყველაზ მეტი ინფიცირებული კი მსოფლიოში ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰყავს – ამ დროისთვის, 245 442 ადამიანი.