კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 195-მდე გაიზარდა

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 195-მდე გაიზარდა. ამ დრომდე ეს მაჩვენებელი 188 იყო. შესაბამისად, დღეს დილით 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის გავრცელების სურათი ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 195
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 39
  • მათ შორის გარდაცვლილი- 2
  • კარანტინის რეჟიმში – 4735
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 383