ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე გაფართოების საკითხებში ევროკომისარს, მარტა კოსს მოუსმინეს.
საქართველოს შესახებ მან თქვა, რომ „ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვლილებები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს“.
„პოლიტიკურ გამოხატვაზე სახელმწიფო კონტროლის ავტოკრატიული სისტემა პოლიტიკურ გამოხატვაზე საქართველოს უფრო მეტად აშორებს იმ ევროპულ მომავალს, რომელიც მოსახლეობის უმრავლესობას სურს. ჩვენი მიზანია, საქართველო ევროკავშირთან დაკავშირებული დავტოვოთ და შევინარჩუნოთ ევროკავშირის ინტერესების დაცვის შესაძლებლობა“, – განაცხადა მან.
მარტა კოსმა ასევე უპასუხა შუა დერეფნის შესახებ დასმულ კითხვას და თქვა, რომ რეალური დაკავშირებადობის დღის წესრიგზე საქართველოს გარეშე საუბარი შეუძლებელია. თუმცა, მისივე განცხადებით, საქართველოს ჩართვა მხოლოდ იმ დონეზეა შესაძლებელი, რა დონეზეც ისინი გამოხატავენ ამის სურვილს.
„ჩემი სამუშაოს დიდი ნაწილი დაკავშირებადობის დღის წესრიგს უკავშირდება. ეს ევროპის ცენტრალურ აზიასთან დაკავშირებას ნიშნავს. ჩრდილოეთში სავაჭრო გზა აღარ არის, ასევე, სამხრეთში ირანში ომის გამო, ამიტომ, საუკეთესო გზა შუა დერეფანია. ჩვენ ჩართული ვართ და ვსაუბრობთ აზერბაიჯანთან და თურქეთთან. ჩვენ სომხეთსა და საქართველოს შორის ელექტრომომარაგების სისტემის ქსელი დავაფინანსეთ. რეალური დაკავშირებადობის დღის წესრიგზე საქართველოს გარეშე საუბარი შეუძლებელია და ამას მოიცავდა პროექტი, რომელიც სომხეთს საშუალებას აძლევს, რომ საკმარისი ელექტროენერგია საქართველოდან მიიღოს. ასე რომ, როდესაც სომხეთს ვესაუბრებით, ჩვენ საქართველოსაც ვითვალისწინებთ, მაგრამ საქართველოს ჩართვა მხოლოდ იმ დონეზე შეგვიძლია, როგორადაც ისინი სხვა სფეროებში ჩართვის სურვილს თავად გამოხატავენ“, – თქვა მარტა კოსმა.