„კვალიფიკაცია შეუცვალეთ მხატვრის მიმართ აღძრულ საქმეს“ - სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები გომელაურს

პუბლიკა

ხელოვნებათმცოდნე ხათუნა ხაბულიანი წერს, რომ მხატვარ სანდრო სულაბერიძის მიმართ სამართალდამცავების მხრიდან დაწყებულია საქმის წარმოება და მოუწოდებს სფეროს სპეციალისტებს ხელმოწერების შეგროვებისკენ, რომ კვალიფაკაცია შეეცვალოს მხატვრის საქმეს.

„რამდენადაც კრიმინალის ნიშნები მის აქციას არანაირად არ ახასიათებდა და დაუგეგმავი იმპროვიზაციის სამართლებრივ ჭრილში გადაყვანის მცდელობა არის უსამართლობა, არაკომპეტენტურობა და ავტორიტარიზმის ნიშანი, გადავწყვიტეთ წერილით მივმართოთ შსს მინისტრს თხოვნით, რომ კვალიფიკაცია შეეცვალოს სანდროს მიმართ დაწყებულ სამართალწარმოებას და პრობლემა გადაიჭრას ხელოვანსა და გალერეას შორის მოლაპარაკების საფუძველზე, “- წერს ხათუნა ხაბულიანი.

როგირც ის წერს, ვისაც სურს ხელმოწერის დატოვება, დღეს და ხვალ შესაძლებელია დედიკას გალერეაში მისვლა ხელმოწერისთვის 12-დან 19 საათამდე. გაკერეა მდებარებს თარხნიშვილის 25 ნომერში.

ხელოვნებათმცოდნე აქვეყნებს შს მინისტრის ვახტანგ გონელაურისადმი ქართული სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლების მიმართვის ტექსტსაც:

„2023 წლის 4 თებერვალს ეროვნულ გალერეაში გაიხსნა გამოფენა „ავტოპორტრეტი სარკესთან“, რომლის მონაწილე ახალგაზრდა ხელოვანმა ჩამოხსნა საკუთარი ნამუშევარი და მის ადგილას საღებავით კედელზე დაწერა ფრაზა – „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია!“

ამ ფაქტმა დაბნეულობა გამოიწვია, რამდენადაც ფორმალურად დაირღვა ექსპოზიციის რეგლამენტი, რადგან საკუთარი ნამუშევრის ამგვარი ცვლილება კურატორთან შეთანხმებული არ ყოფილა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მხატვარი არ შეხებია სხვა ნამუშევარს, არ დაუზიანებია არაფერი და არავინ, ტექსტის შინაარსი ზოგადი და ფილოსოფიური სლოგანია, ის არავისთვის შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი არ არის.

მოულოდნელობის ეფექტის ფონზე გალერეის ადმინისტრაციამ გამოიძახა პატრული და დაიწყო სანდრო სულაბერიძის მიმართ საქმის წარმოება. აღსანიშნავია, რომ ამ ექსპოზიციის ნაწილს შეადგენს სხვადასხვა ტექსტური ფრაგმენტები, რომლებიც გამოფენის დასრულებისთანავე ორგანიზატორის მხრიდან გადაიღებება და გალერეას დაუბრუნდება პირვანდელი სახე (ეს მუდმივად ხდება დროებითი გამოფენების შემთხვევაში). თავისუფლად შეიძლებოდა, რომ ეს დაუგეგმავი იმპროვიზაციაც არსებული ტექსტების გაგრძელებაც ყოფილიყო, თუმცა, გამოფენის ორგანიზატორმა მეორე დღესვე გადაღება წარწერა, რასაც გალერეის ადმინიტრაციის უკმაყოფილება უნდა გაენეიტრალებინა.

მოგახსენებთ, რომ წარწერის ფაქტი და თვითონ ხელოვანის მხრიდან ნამუშევრის მოულოდნელი ცვლილება ვერანაირად ვერ კვალიფიცირდება ვანდალიზმად, რამდენადაც ზიანი მას არავისთვის მიუყენებია. ის შეიძლება განიხილებოდეს არტისტული აქციონიზმისა და ჰეფენინგის ფორმატის ფარგლებში და მისი ინტერპრეტაცია შეიძლება მრავალგვარი იყოს, მაგრამ ნებისმიერი ვერსია მხოლოდ მხატვრული სფეროს კომპეტენციებშია და არ არის კანონდარღვევა.

ჩვენი სფეროს წარმომადგენლებისთვის ხელოვანის თვითგამოხატვის თავისუფლება არის მთავარი ღირებულება, რომელსაც ითვალისწინებს ყველა დემოკრატიული სახელმწიფოს მსოფლმხედველობა და ამ თავისუფლების შეზღუდვა არის ტოტალიტარული რეჟიმების სახასიათო ნიშანი.

არსებული რეალობის გათვალისწინებით, გთხოვთ, კვალიფიკაცია შეუცვალოთ სანდრო სულაბერიძის მიმართ აღძრულ საქმეს და მხარი დაუჭიროთ საკითხის გარკვევას მოლაპარაკების ფორმატში ხელოვანსა და გალერეის ადმინისტრაციას შორის, “- ნათქვამია განცხადებაში.


,,პუბლიკას” შსს-ში დაუდასტურეს მხოლოდ ის, რომ ამ საქმეზე გამოძიება დაწყებულია. თუმცა, უწყება მუხლს ამ დრომდე არ აკონკრეტებს.