კვარაცხელიას მოპარული მანქანა დაუბრუნეს - იტალიური გამოცემა

პუბლიკა

„ნაპოლის“ ქართველ თავდამსხმელს, ხვიჩა კვარაცხელიას მოპარული „მინი კუპერი“ დაუბრუნეს, – ინფორმაციას corriere dello sport ავრცელებს.

„ხვიჩა კვარაცხელია მანქანის ქურდობის მსხვერპლი ნეაპოლის მახლობლად, კუმაში, საკუთარ სახლთან გახდა. საღამოს მისი Mini Countryman იპოვეს ტრენტოლა დუცენტაში, პატარა ქუჩაზე გაჩერებული.

მანქანა პოლიციამ აღმოაჩინა მოპარვიდან 24 საათზე ნაკლებ დროში. „ნაპოლის“ ქართველმა თავდამსხმელმა საჩივარი პოცუოლის პოლიციაში შეიტანა. წუხელ ქურდები შევიდნენ მის ბინაში და მისი მანქანა წაიყვანეს. ამ დროს, ფეხბურთელს სახლის პირველ სართულზე ეძინა და არაფერი შეუმჩნევია“, – წერს იტალიური გამოცემა.