ლაშა ჩხარტიშვილმა საპატიმრო დატოვა

პუბლიკა

„ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა და აქტივისტმა ლაშა ჩხარტიშვილმა რუსთავის წინასწარი იზოლატორი დატოვა.  მას 8-დღიანი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.

ლაშა ჩხარტიშვილი 29 ნომებერს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გამართული აქციის დროს დააკავეს.

„ის რაც გააკეთა ივანიშვილმა პოლიტიკური დაკავებებთან დაკავშირებით, ეს არ გაუკეთებია არც შევარდნაძეს და არც სააკაშვილს. მან ადვოკატისა და გასაჩივრების უფლების გარეშე დაიწყო დაკავებები, მათ შორის, ჩემი დაკავებაც. თუმცა მინდა ვუთხრა ამ ლობიოს დიქტატორს, მას ეკუთვნის უმი ლობიო, როგორც მონების სალაფავი და ეს მას აუცილებლად ექნება პასუხისგებაში მიცემის წინ საკუთარ მონებთან წულუკიანთან, კობახიძესთან.. “- განაცხადა საპატიმროს დატოვების შემდეგ ლაშა ჩხარტიშვილმა ჟურნალისტებთან და ლობიოს მარცვლები მიმოფანტა.

LB loan image desktop LB loan image mobile