ლაშა შავდათუაშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა

პუბლიკა

ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში 73 კგ წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ფინალში მან შვედი ტომი მაციასი დამატებით დროში დაამარცხა.

ის პირველი სპორტსმენია ქართული ძიუდოს ისტორიაში, რომელიც ოლიმპიური თამაშების, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონია.