ლუქსემბურგთან მატჩის წინ ილია თოფურია მოედანზე საჩემპიონო ქამარს წარადგენს - ნაკრები

პუბლიკა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ცნობით, 21 მარტს, საქართველო – ლუქსემბურგის მატჩის დაწყებამდე მოედანზე შერეული საბრძოლო ხელოვნების მებძროლი, ილია თოფურია გამოვა და საჩემპიონო ქამარს წარადგენს.

„UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია დინამო არენაზე საჩემპიონო ქამარს წარადგენს. ღონისძიება 20:45 საათზე დაიწყება. ილია თოფურია საქართველოს პრემიერ მინისტრის მოწვევით ეწვევა“, – ნათქვამია ეროვნული ნაკრების განცხადებაში.

ილია თოფურიამ რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ ეროვნული ნაკრების თამაშის დროს საქართველოში იქნებოდა. 15 მარტს კი მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ილია თოფურია საქართველოში 18 მარტს ჩამოვიდოდა.

ილია თოფურიამ 18 თებერვალს გამართულ ასპარეზობაში ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა და UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა.

21 მარტს კი საქართველოს ნაკრები ლუქსემბურგს ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე გასასვლელად მოწყობილ „პლეი-ოფში“ შეხვდება. ლუქსემბურგის დამარცხების შემთხვევაში ნაკრები ყაზახეთს ან საბერძნეთს შეხვდება და გამარჯვებული „ევრო 2024-ზე“ იასპარეზებს.