მაჟოტიტარი კანდიდატების რეიტინგები მორიგ 6 ოლქში - Survation-ის კვლევა

პუბლიკა

ბრიტანულმა კომპანია Survation-მა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ დაკვეთით შესრულებული საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევა გამოაქვეყნა.

ამჯერად, კვლევები ჩატარდა კიდევ 6 მაჟორიტარულ ოლქში – სამი თბილისში და სამი რეგიონში. კონკრეტულად, „რუსთავი 2“-მა მთაწმინდა-კრწანისის, სამგორის, ნაძალადევის, ქუთაისის, მარნეული-გარდაბნის და გურჯაანი-საგარეჯო-დედოფლისწყარო-სიღნაღის ოლქებში ჩატარებული კვლევები გამოაქვეყნა.

მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარული ოლქი

შეკითხვაზე, მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარულ ოლქში დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მოსახლეობის 79% თითქმის დარწმუნებულია, რომ მასში მონაწილეობას მიიღებს. ალბათ მივიღებ მონაწილეობას, აცხადებს – 11%, 50-50-ზე – 7%, არ მივიღებ მონაწილეობას, აცხადებს მხოლოდ – 3%.

ამავე ოლქში, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, შედეგები ასე გადანაწილდა:

ბექა ოდიშარია „ქართული ოცნება“ – 62 %; შალვა შავგულიძე „ევროპული საქართველო“ – 24 %, საბა ბუაძე „ლელო“ – 6%, მალხაზ თოფურია „პატრიოტთა ალიანსი“ – 4 %, ჯაბა ჯიშკარიანი „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი“- 2 % და სხვა მაჟორიტარობის კანდიდატი – 2 %.

ასევე, შეკითხვაზე – დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?

58% ფიქრობს, რომ ხმას „ქართული ოცნებას“ მისცემდა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 14%, „გირჩი“ – 6%, „პატრიოტთა ალიანსი“ – 5%, „ევროპული საქართველო“ – 5%, „ლელო“ – 4%, „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3%, „ერთიანი საქართველო“ – 3%, „ლეიბორისტული პარტია“ – 1%. ხოლო 1% პასუხობს, რომ ხმას სხვა პარტიას მისცემდა.


სამგორის მაჟორიტარული ოლქი

აღნიშნულ ოლქში, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, 66% თითქმის დარწმუნებულია, რომ მასში მონაწილეობას მიიღებს, ალბათ მიიღებს მონაწილეობას – 17%, 50-50- 11%, არ მიიღებს მონაწილეობას – 5%, არ ვიცი/ უარი პასუხზე – 1%.

დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას? სამგორის მაჟორიტარულ ოლქში ხმები ასე გადანაწილდა: სოზარ სუბარი „ქართული ოცნება“ – 55%, ლევან ხაბეიშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 31%, გურამ ნიკოლეიშვილი „პატრიოტთა ალიანსი“ – 6%, ფიქრია ჩიხრაძე „ლელო“ – 5%, სანდრო რიჟამაძე „ჩვენი საქაღთველო-სოლიდარობის ალიანსი“ – 1%. ხოლო, სხვა მაჟორიტარობის კანდიდატს უპირატესობას ანიჭებს -2%.

ამავე ოლქში, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?

გამოკითხულთა 51% ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობას“ პასუხობს 13%, „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელს“- 12%, „პატრიოტთა ალიანსს“ – 8%, „ლელოს“ – 4%, „ევროპული საქართველოს“ – 4%.„ლეიბორისტული პარტიას“ – 2%. „გირჩი“ -1%. „ერთიანი საქართველოს“ – 1%. ხოლო „სხვა პარტიებს“ – 4%.


ნაძალადევის მაჟორიტარულ ოლქი

შეკითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებთ თუ არა მონაწილეობას მასში, თითქმის დარწმუნებულია ამ ოლქში გამოკითხულთა – 70%, ალბათ მიიღებს მონაწილეობას – 12%, 50-50- 13% და არ მიდის არჩევნებზე, ანუ არ მიიღებს მონაწილეობას – 5%.

ნაძალადევის მაჟორიტარულ ოლქში, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას? ამ კითხვაზე პასუხები ასე გადანაწილდა:

მიხეილ ყაველაშვილი “ქართული ოცნება” – 50%, შალვა ნათელაშვილი “ლეიბორისტული პარტია” – 25%, ირმა ინაშვილი “პატრიოტთა ალიანსი” – 13%, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი “ლელო”- 5%, ირაკლი გუჯაბიძე “დამოუკიდებელი კანდიდატი” – 5%, გია ყრუაშვილი “თავისუფალი საქართველო” – 1%, სხვა კანდიდატი – 1%.

დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს , რომელ პარტიას მისცემდით ხმას? პარტიული რეიტინგი ნაძალადევის ოლქში კი ასეთია: 

“ქართული ოცნება” – 52%, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 14%, “პატრიოტთა ალიანსი” – 9%, “ლელო” – 6%, “ლეიბორისტული პარტია” – 6%, “გირჩი” – 5%, “ევროპული საქართველო” – 5%, “გიორგი ვაშაძე -სტრატეგია აღმაშენებელი” -2%,”ერთიანი საქართველო” – 1%.


ქუთაისის მაჟორიტარული ოლქი

შეკითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, 66% თითქმის დარწმუნებულია რომ მასში მონაწილეობას მიიღებს, ალბათ მივიღებ მონაწილეობას – 13%, 50-50-12%, არ მივიღებ მონაწილეობას ამბობს -8% და არ ვიცი/უარი პასუხზე – 1%.

იმავე ქუთაისის მაჟორიტარული ოლქში, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას?

ზაზა ლომინაძე “ქართული ოცნება” – 54%, გრიგოლ ვაშაძე “ნაციონალური მოძრაობა -ძალა ერთობაშია” – 32%, ოთარ კახიძე “ევროპული საქართველო” – 6%, ანა ნაცვლიშვილი “ლელო” – 5%, თორნიკე მარჯანიშვილი “ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი” – 1%, ნონა ასათიანი “პატრიოტთა ალიანსი” – 1%, მაჟორიტარობის სხვა კანდიდატს ირჩევს -1%.

ამავე ოლქში, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდით ხმას? – შედეგები ასე გადანაწილდა:

“ქართული ოცნება” – 48%, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 26%, “ევროპული საქართველო” – 9%, “გიორგი ვაშაძე -სტრატეგია აღმაშენებელი” – 6%, “ლელო” – 4%, “პატრიოტთა ალიანსი” – 4%, “ლეიბორისტული პარტია” – 3%.


მარნეული-გარდაბნის ოლქი

ამ ოლქში, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, 66% თითქმის დარწმუნებულია, რომ მასში მონაწილეობას მიიღებს, ალბათ მივიღებ მონაწილეობას აცხადებს -17%, 50-50- 13% და არ მივიღებ მონაწილეობას – 4%.

დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას ?

მარნეული -გარდაბნის მაჟორიტარულ ოლქში ამომრჩევლის სიმპატიები ასეა გადანაწილებული: ზაურ დარგალი “ქართული ოცნება” – 56%, აზერ სულეიმანოვი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 33%, აჰმედ იმამკულიევი “ევროპული საქართველო” – 5%, მურად მურადოვი “ლელო” – 5%, ალი ბადიროვი “ლეიბორისტული პარტია” – 1%.

პარტიული რეიტინგები მარნეული-გარდაბნის ოლქში კი ასეთია: 

“ქართული ოცნება” – 54%, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 42%, “ევროპული საქართველო” – 2%, “ლელო” – 1%, “ლეიბორისტული პარტია” -1%.


კახეთი: გურჯაანი-საგარეჯო-დედოფლისწყარო-სიღნაღის მაჟორიტარული ოლქი

შეკითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებთ თუ არა მონაწილეობას მასში, ამომრჩეველთა 65 % პასუხობს, რომ „თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მივიღებ მონაწილეობას ამბობს“. ამავე შეკითხვაზე „ალბათ მივიღებ მონაწილეობას“ ამბობს მოსახლეობის 18%. „50/50“-ს პასუხობს 12%, ხოლო არ მივიღებ მონაწილეობას აცხადებს – 5%.

ამავე ოლქში, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას?

ამომრჩეველთა 64% ამბობს, რომ დავით სონღულაშვილს „ქართული ოცნება“. ლევან ბეჟაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 23%, გიორგი ღვინიაშვილი „ევროპული საქართველო“ – 7%, ეკა ქვლივიძე „ლელო“ – 3%, სოსლან გარსევანიშვილი „პატრიოტთა ალიანსი“ – 2%,მაჟორიტარობის სხვა კანდიდატი -1%.

ამავე ოლქში, შეკითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, ამომრჩეველთა 66 % ამბობს, რომ ხმას „ქართული ოცნებას“ მისცემდა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობას – 22%, „ევროპული საქართველოს“ – 3%, „გირჩი“ – 2%, „პატრიოტთა ალიანსი“ – 2%, “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელს“ ასევე – 2%, „ლეიბორისტული პარტია“ – 1% და „ლელოს“ ასევე – 1%. სხვა პარტიას მოსახლეობის 1% მისცემდა ხმას.


საველე სამუშაოები ჩატარებულია 2020 წლის 19-27 სექტემბერს და გამოიკითხა 1810 რესპონდენტი. კვლევა ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, რესპონდენტების სახლში.

ისინი შეირჩნენ ასაკის, სქესის და გეოგრაფიის მიხედვით, დემოგრაფიულ მაჩვენებლებთან შესაბამისად.